Tuesday, April 20, 2010

პოლიეთილენომანია –საჭიროება თუ საშიშროება?


„პოლიეთილომანია–საჭიროება თუ საშიშროება“?
ტრენერი: მანანა ცუცქირიძე.
საგარეჯოს #2 საჯარო სკოლა.
1. პროექტის სახელი: „პოლიეთილომანია –საჭიროება თუ საშიშროება“?
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილენი მოიზიებენ მასალას პოლიეთილენის გამოყენების და მისგან გამოწვეული ეკოლოგიური საშიშროების შესახებ, დასახავენ გზებს ამ საშიშროების თავიდან აცილებისა და მათ როლს ამ პრობლემის გადაწყვეტაში.
3.პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილენი განაწილდებიან ჯგუფებად და შეისწავლიან პოლიეთილენის გამოყენებას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო უბანზე, დააკავშირებენ თანამედროვეობას და პოლიეთილენამდე დროს –გააკეთებენ დასკვნებს.ჯგუფის ნაწილი შეისწავლის ქართველთა ტრადიციების აღსრულების სარიტუალო ქმედებებს საქართველოს ეკლესიებში, ჩვენი სალოცავების პატივისცემასა და ეკლესიებისა და მისი შემოგარენის მდგომარეობას რიტუალის დასრულების შემდეგ, გადაიღებენ ფოტოებს, შეაგროვებენ ინტერვიუებს, შექმნიან ვიდეომასალას.
ჯგუფის წევრები მოიძიებენ გზებს, თუ როგორ შესძლებენ ამ ეკოლოგიური მდგომარეობის შემსუბუქებას რათა თავიდან აიცილონ პოლიეთიოლენური ეკოკატასტროფა, მოსწავლეები შექმნიან ბუკლეტებს, დაარიგებენ მოსახლეობაში, გამოიწვევენ თანატოლებს, საკუთარი შესაძლებლობებით დაამზადებენ პოლიეთილენის პარკებისა და ნარჩენების შესაგროვებელ მარტივ ხელსაწყოებს, მოახდენენ ეკლესია მონასტრების შემოგარენის დასუფთავებას.
გადაყრილი პოლიეთილენის ბოთლებისაგან დაამზადებენ საინტერესო ნაკეთობებს (ყვავილებს, თოჯინებს, ქამრებს, საყვავილე ქოთნებს....), მოაწყობენ გამოფენებს, ნარჩენებისთვის გამოყოფენ შესაბამის ადგილს!!!!
4.მონაწილეთა ასაკი:16 –17 წელი.
5.ვადები: 2010 წლის 1 მაისიდან 2010 წლის 20 ნოემბრამდე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები:ჩაატარებენ კვლევას პოლიეთილენის თვისებების შესასწავლად, ჯგუფის წევრები გაინაწილებენ სამუშაოებს, შექმნიან ფოტო ალბომს, შეადგენენ საექსპედიციო კალენდარს.
7.პროექტის მონაწილენი გაიღრმავებენ თეორიულ ცოდნას მაღალმოლეკულურ ნივთიერებებზე,
ჩამოუყალიბდებათ კვლევის უნარ –ჩვევები , გაითავისებენ საკუთარ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის საქმეში.
8.შეიქმნება საინტერესო ნამუშევრები პოლიეთილენისგან (ნიმუში იხილე ბმულში), მოეწყობა გამოფენა(შეიქმნება ვიდეომასალა და დაერთვის პროექტს),დამზადდება ბუკლეტები რომლის ესკიზები პროექტის მონაწილეთა ხელით იქნება შექმნილი და ბუკლეტის საშუალებით ადამიანი გაითავისებს თავის როლს გარემოს დაცვის საქმეში
9. სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ამ პროექტის მონაწილენი გაიუმჯობესებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ქიმია, ისტორია, ბიოლოგია,
მშობლიური ლიტერატურა,რელიგია.
11. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.
12.პროექტის ავტორი: მანანა ცუცქირიძე.
13.ელ. ფოსტა: mananatst24@gmail,com
14პროექტის ფორუმი:
15:პროექტის ვებ/ გვერდი/ ბლოგი: